ახალი ამბები
უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს - შენგელია წითლიძის ბრალდებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ანა წითლიძის ბრალდებას, რომლის მიხედვით, ის კომპანია „ვისოლის“ ხელმძღვანელთან კორუფციულ გარიგებაშია, არაკომპეტენტური უწოდა.

„დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა ჩემს წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა პროკურატურაში რაც კონკრეტულ საქმეს უკავშირდება, მინიმუმ ეს ნაცმოძრაობის აქტივისტი არის საკრებულოს წევრი და მან ის უნდა იცოდეს რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ მერი არ იღებს ერთპიროვნულად. რაც შეეხება მშენებლობის განაშენიანებას, აქ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ კოლეგიალურად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მერიის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების აღსრულება და მე ვურჩევდი მას, რომ სანამ მსგავსი საკითხებით დაკავდება, საკრებულოს სხდომებს დაესწროს, აიმაღლოს კომპეტენცია და უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, კომპანიამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადაიხადა 200 ათასი ლარი.

„კომპანია ვენჯორჯიას ჰქონდა ვალდებულება რომ ცენტრში აეშენებინა კომერციული ფართი გარკვეულ ვადაში, კომპანიამ ვალდებულება ამ ვადაში ვერ განახორციელა და ჩვენს მიერ მოხდა ამ ვადის გაგრძელება, ამის სანაცვლოდ კომპანიამ გადაიხადა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 200 ათასი ლარი და წარმოადგინა საინვესტიციო ვალდებულებები მილიონნახევარი აშშ დოლარის 20 % -ის ანუ 300 ათასი დოლარის საბანკო გარანტია. რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავალში მიემართება იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ განახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს იმ ვადაში რაშიც უნდა მოხდეს ამის გაკეთება. აღნიშნულით მუნიციპალიტეტმა დამატებითი შემოსავალი მიიღო 200 ათასი ლარის სახით და და გაიმყარა პოზიციები იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გაუჭირდება“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს პროკურატურაში ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, საქმე, კორუფციულ გარიგებას ეხება.

კომპანია "ვენჯორჯიამ" მუნიციპალიტეტისგან 2015 წელს აუქციონის წესით, 363 ათას ლარად იყიდა ყოფილი სახანძროს ტერიტორიაზე მიწა პირობით, რომ ქალაქში დააბანდებდა მილიონ ნახევარ აშშ დოლარს, შემოიყვანდა საერთაშორისო ბრენდს, დაასაქმებდა 70 ადამიანს. თუმცა მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც საკრებულომ შარშან კომპანიას ორი წლის ვადაში ბიუჯეტის სასაგებლოდ 200 ათას ლარის გადახდა დააკისრა. ვადაგადაცილების შემთხვევაში კი 300 ათას დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა. კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე უნდა გახსნას "დანკინ დონატსი". ასევე აამუშავოს "სმარტის" სავაჭრო ცენტრი.

ზუგდიდის საკრებულომ კომპანიას დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 2017 წელსაც აპატია, როცა "ვენჯორჯია" ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა და ვალდებულების შესასრულებლად 2 წლის ვადა მიეცა. სხდომას მაშინ კომპანია "ვისოლ ჯგუფის" მფლობელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა, რომელმაც დადო პირობა, რომ ორ წელიწადში ზუგდიდში შემოვა საერთაშორისო ბრენდი, "დანკინ დონატსი" ან "ვენდისი".

მოქალაქეებს, რომლებიც ზუგდიდში ყოფილი სახანძროს სამსახურის შენობის ტერიტორიაზე, 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, კომპანიის ხელმძღვანელი მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდა.

ადგილობრივებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ახალი მაღალსართულიანი კორპუსის აშენების შემთხვევაში მიმდებარე სახლებში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.