რუხის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული
კიდევ ერთი
პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის
ისტორია აქვს და ვირუსზე მეორედ გაიტესტა. პასუხმა ამჯერადაც
უარყოფითი უჩვენა.
მის გარდა, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 23 ნიმუში შეამოწმეს. მათ შორის 17 პაციენტი. ამათგან 4 ე.წ ტრაილერის მძღოლის უკვე დადასტურებული კონტაქტია, რომელიც შუალედურად შეამოწმეს, სამედიცინო პერსონალის სამი წარმომადგენელი, 4 კი თვითიზოლაციაში მყოფი პირი.
ჯამში 21-ის პასუხი უარყოფითია.
სამი პაციენტი, მძღოლის კონტაქტი, კორონავირუსზე კვლავ დადებითია. ისინი მკურნალობას განგრძობენ. მათგან ერთი პირველად გაიტესტა მკურნალობის შემდგომ შუალედურად და კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა გამოჯანმრთელებულად არ ითვლება.
ამჟამად რუხის საავადმყოფოში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.