როგორი ამინდი იქნება სამეგრელოში 9-14 ივნისს
სამეგრელოში, მათ შორის ზუგდიდში, 11 ივნისის ჩათვლით უნალექო ამინდი
და მაღალი ტემპერატურა
შენარჩუნდება - 36-38 გრადუსი. მთიან რაიონებში 33-35 გრადუსი სითბო
იქნება. მაღალ მთაში - მესტიაში, 27-29 გრადუსი. ზოგან აღმოსავლეთის
ქარიც გაძლიერდება.
რაც შეეხება 12-დან 14 ივნისის ჩათვლით პერიოდს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
"შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით ჰაერი 31 გრადუსამდე დაიკლებს", - უთხრა დოდო გვაზავამ "ლაივპრესს".