ახალი ამბები
ზუგდიდელი მძღოლის კლასტერიდან ორი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა
ზუგდიდელი მძღოლის კლასტერიდან ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს, აქ 26 პირის ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათ შორის 21 პაციენტია. 5 კარანტინში მყოფი პირი. 21 პაციენტიდან 4, უკვე დადასტურებული შემთხვევის შუალედური ანალიზი იყო. ისინი ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან. ერთის შუალედური პასუხი უარყოფითია, სამის კი ისევ დადებითი.

ჯამში, 26 ანალიზიდან 23 უარყოფითია.