ახალი ამბები
Covid-19-ზე ტესტირება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 15 ივნისიდან რისკჯგუფების ჩამონათვალი ფართოვდება და უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება პისიარ ტესტი. ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება უფრო მეტ ადგილზე იქნება შესაძლებელი, მათ შორის პოლიკლინიკებში.

"დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოს ცხელების ცენტს. ხვალ-ზეგიდან შესაძლებელია იქნება მათ მიმართონ 25 პოლიკლინიკას, სადაც ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ მათ კვლევა", - აღნიშნა მან ბრიფინგზე.

თავდაპირველად, ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში 27 იყო, მარტში 73, აპრილში 473-მდე. მაისსა და ივნისში საშუალოდ დღიურად ტესტირება 1500-ის ფარგლებში ტარდება. მისივე განმარტებით, ერთვება მეტი რისკ ჯგუფი, რადგან ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, უფრო უკეთესი იყოს, ტესტირება კი ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი.

"ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს, ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია მიმართოს შესაბამის ცხელების ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, რომ ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.