აღმაშფოთებელია რუსეთის გააქტიურება მათ მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს - არასამთავრობოები
საქართველოში მოქმედი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება 15
ივნისს გავრცელებულ
ინფორმაციას, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული
შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ. მათი
თქმით, სუსმა უკვე დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია
გამოძიება, თუმცა, უწყება ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან
გამომდინარე, გაბუნიას ლიკვიდაციასთან კავშირზე პირდაპირ არ საუბრობს,
მაგრამ არც მედიაში გავრცელებულ ცნობას უარყოფს.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. მათივე განცხადებით, საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყველაფერი კი, აღნიშნულია, რომ მიზნად საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.
"ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად, რუსეთის მხრიდან გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ე.წ. ბორდერიზაციის გზით, რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მხრიდან პერმანენტულ საფრთხეს წარმოადგენს. ხშირია მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები.
ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურებულია ანტიდასავლური პროპაგანდა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუფარავად მოქმედებენ რუსეთის მთავრობისგან დაფინანსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები. რუსული რბილი ძალიდან მომდინარე საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ხაზს უსვამს თავის ანგარიშებში. ამ ფონზე ჟურნალისტის შესაძლო სამიზნედ ამოღება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები გმობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
ამასთან, მოუწოდებენ მთავრობას, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ასევე, აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად გრძნობდნენ ადამიანები თავს. არასამთავრობოები საუბრობენ დასავლელი პარტნიორებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზეც, რათა მიაღწიოს დამკვეთთა, ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას.
ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
ასევე თხოვნით მიმართავენ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
საზოგადოება და ბანკები
ლიბერალური აკადემია თბილისი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს გაეროს ასოციაცია
საფარი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მწვანე ალტერნატივა
"მთავარი არხის" ინფორმაციით, იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა დაუკვეთა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა დავალების შესრულებას.
ამის შემდეგ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. მათ შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირის დაკავება დაადასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ვის მკვლელობაზე არის საუბარი.
სუს-ის განცხადებით, დააკავეს ერთი პირი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.
2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.