სამძიმარს დისტანციურად იღებდა - ჯანდაცვა ზუგდიდში გამოვლენილ ახალ შემთხვევაზე
ეს არ არის ზოგადად გავრცელებული პრაქტიკა, მხოლოდ როცა ოჯახის წევრის
გარდაცვალება ხდება,
პისიარ ტესტირების შემდგომ დროებით ათავისუფლებენ სამძიმრისთვის, -
განუცხადა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა
ნანა ოდიშარიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ახლადგამოვლენილი
კოვიდინფიცირებული კარანტინიდან დროებით გათავისუფლებამდე პისიარ
ტესტით შეამოწმეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს. სწორედ ანალიზის პასუხი
გახდა საფუძველი მისი გათავისუფლების.
ნანა ოდიშარიას განმარტებით, მოქალაქე გასვენებამდე ოჯახში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და წესებს იცავდა. ამ პერიოდში მასზე დაკვირვება ხორციელდებოდა როგორც ჯანდაცვის წარმომადგენელთა, ისე პოლიციის მხრიდან. ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მამაკაცი ძმის გასვენებაზე მაქსიმალურად ცდილობდა დისტანციურად მიეღო სამძიმარი, მოშორებით იდგა და ახლო კონტაქტი არავისთან ქონია. ამას, მისივე მტკიცებით, ადასტურებს როგორც თავად, ისე ოჯახის წევრები და ახლობლები.
ოჯახის რამდენიმე წევრი და ახლობელი, რომლებთანაც მჭიდრო კონტაქტი დაფიქსირდა, კარანტინში გადაიყვანეს.
"16 ივნისს გეგმიური კვლევა ჩავუტარეთ. ეს იყო მარტივი ანტიგენ-ანტისხეული. ტესტმა აჩვენა სუსტად დადებითი, რის შემდეგაც გამოძახებულ იქნა 112 და გადაყვანილ იქნა რხის კლინიკაში. დღეს ჩავუტარეთ მას პისიარ ტესტი და აჩვენა სუსტად დადებითი შედეგი. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდ და ლაბორატორიული კვლევა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია ბიოლოგიური მასალა - სისხლი, რომ ანტისხეულებზე ჩატარდეს კვლევა. ხვალ საღამოს ველოდებით პასუხს. ეს მოგვცემს იმის თქმის ვარაუდს და საშუალებას, არის ეს ან ახალი შემთხვევა, თუ არ აღმოჩნდა ანსტისხეულები, ან არის გადატანილი შემთხვევა და ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული", - აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.
მისივე ცნობით, გამოჯანმრთელების პერიოდში პაციენტი ნაკლებად გადამდებია, ან თითქმის გადამდები არ არის.
ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამჟამად დადგენილია 25-მდე კონტაქტი და მუშაობა ამ კუთხით გრძელდება.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა და საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. 14-ში კი ძმის სამძიმრისთვის დროებით გაათავისუფლეს.
რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.