ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ კიდევ 209 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს სულ 210 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის 209 უარყოფითია, ერთი კი სუსტად დადებითი. ის 70 წლის მამაკაცია, რომელსაც რუსეთში ყოფნის ისტორია აქვს და ძმის სამძიმრისთვის კარანტინიდან დროებით გაათავისუფლეს.

ამ პირებიდან 13 პაციენტია, 61 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, ერთი კარანტინში მყოფი მოქალაქე, 2 კი თვითიზოლაცი. ამას გარდა საბაჟო-სასაზღვრო პუნქტის 45 თანამშრომელი, 29 დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე სამედიცინო პერსონალი.

მათ გარდა შეამოწმეს 59 პოლიციელი, რომლებსაც შეხება აქვთ ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მტკიცებით, ის კარანტინში 12 ივნისს მოათავსეს და 14-ში დროებით, ძმის სამძიმრისთვის გაათავისუფლეს. მანამდე კი კორონავირუსზე შეამოწმეს და არ დაუდასტურდა. სამძიმარს კი, როგორც ირწმუნებიან, დისტანციურად იღებდა.

ხვალ გახდება ცნობილი, საქმე უკვე ვირუსგადატანილ მოქალაქესთან გვაქვს, თუ ახალ შემთხვევასთან.