ახალი ამბები
ნაკიფუს მცხოვრებლები წლებია წვიმის წყლით ცხოვრობენ [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა უკვე 27 წელია წყლის პრობლემას უჩივის. წყაროები და ღელეები, რომლებიც ადრე ოჯახებს პერიოდულად ამარაგებდა, დაშრა. დამშრალია ჭებიც. წყლის მოსატანად ადგილობრივებს 12 კილომეტრის გავლა, მუნიციპალიტეტის ცენტრამდე უწევთ.

მოქალაქე ნათია კვარაცხელიამ, რომელსაც სოფელში წინაპრების სახლი აქვს, თუმცა თბილისში ცხოვრობს და აქაურობას დროდადრო აკითხავს, "ლაივპრესს" უთხრა, რომ პრობლემები სამოქალაქო ომის და მხედრიონის შემოსვლის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ბევრი რამ გაიძარცვა. გარკვეული ხანი წყალს ღელედან ეზიდებოდნენ. მერე ეს წყალიც დაილია. ბოლო ექვსი წელი კი სოფლის მცხოვრებლები ყოველ მესამე დღე, ისინი, ვისაც მანქანა აქვს, წალენჯიხის ცენტრამდე ჩადიან ცისტერნებით და დიდი ზომის ბოთლებით. ვისაც მანქანა არ აქვს, ის წვიმის დროს, სახურავებიდან ჩამოსულ წყალს აგროვებს და იყენებს როგორც სასმელად, ისე საჭმლის მოსამზადებლად და დასაბანად.

"დიდი კასრები, ტონიანი, ორტონიანი უდგათ. წალენჯიხის ცენტრიდან რომ მოგვაქვს, ის შედარებით სასმელად ვარგისია. მაგრამ პლიუს ბენზინის ხარჯია. ასევე, ცუდი გზებია და მანქანებიც ფუჭდება. მაგრამ გზას ვინ ჩივის. აქ შემოსავლის ერთადერთი წყარო თხილია. თხილს უნდა შეწმავლა. თითო შეწამვლაზე 400 ლიტრი წყალი სჭირდება ოჯახს. მაშინ იწყება ტრაგედია, თუ საიდან მოიტანონ", - გვითხრა ნათია კვარაცხელიამ.

შარშან სახანძრო-სამაშველო სამსახურსაც სთხოვეს დახმარება წყლის ამოსატანად, რომ ოჯახებისთვის დაერიგებინათ. დღეს, მოქალაქის თქმით, მხოლოდ ერთ ჭაშია წყალი, თუმცა ისიც შრება. სოფელში წყლის ხარისხს არავინ ამოწმებს. მისი თქმით, აქვთ ეჭვი, რომ თხილის შეწამვლის შედეგად შესაძლოა ნიადაგი იყოს დაბინძურებული და წყალიც დააბინძუროს.

ნათია კვარაცხელია ამბობს, რომ სოფელში 2016 წელს ჭაბურღილი გაკეთდა, თუმცა მალევე მწყობრიდან გამოვიდა ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება.

შარშან მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. ვითარება აუხსნეს და ფოტო-მასალაც უჩვენეს. შარშანვე მოქალაქემ ღია წერილით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს.

პრობლემის მოგვარებას, როგორც რესპოდენტი ამბობს, დიდი თანხა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განუმარტეს, არ აქვთ და ცენტრის დახმარება სჭირდებათ.

"2019 წლის დეკემბერში ჩხუბ-ჩხუბით პირველი ტენდერი ჩავატარებინეთ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება მომზადებულიყო. მერე უნდა დაწყებულიყო სამუშაოები მარტის ბოლოს. მაგრამ კორონავირუსი დაემთხვა და ახლა ამბობენ, რომ ამის ბიუჯეტი არ გვაქვსო. ვერ გავეკთებთო. საარჩევნო წელსაც გადააგდეს ეს ხალხი", - აღნიშნა ნათია კვარაცხელიამ.

პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისს აცნობეს. ორგანიზაციის "სამოქალაქო საბჭოების" წევრები ადგილზე ჩავიდნენ და ვითარებას გაეცნენ. შეთანხმდნენ მოსახლეობასთან ერთად, რომ შეიმუშავებდნენ განცხადებას და მიმართავდნენ დახმარებისთვის როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე წალენჯიხის მერიას.

"ამავე წერილს ვუგზავნით ჩვენ დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში და დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ნაკიფუს მცხოვრებლების ეს თხოვნა დაკმაყოფილდება და სახელმწიფო მათ წყალმომარაგების სისტემას გაუკეთებს", - უთხრა "ლაივპრესს" არასამთავრობოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

მისივე თქმით, მოსახლეობამ შეატყობინა, რომ სოფელში ორგანიზაციის წარმომადგენელთა სტუმრობის შემდეგ, ადგილობრივებს მერიამ სატვირთოებით სასმელი წყალი ჩაუტანა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პროექტი უკვე მზად არის და დღეს რეგიონული განვითარების ფონდისგან დაფინანსებას ელოდებიან. პროექტის ღირებულება 600 ათას ლარამდეა. ბესიკ ფარცვანიას თქმით, პროცესები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შეაჩერა. ახლა, მისი განმარტებით, ახალი ბიუჯეტის ფორმირება მიმდინარეობს, ამის შემდეგ ეცოდინებათ ზუსტი პასუხი, გამოინახება თუ არა წელს პრობლემის მოსაგვარებლად სახსრები.

"მე როცა მოვედი გამგებლად, მერად, მაშინ იყო იქ წყალი. ჭაბურღილის მოწყობის მერე დებეტი დაიკარგა და ჭაბურღილიც უმოქმედო გახდა. წყალი არ არის და ვეძებდით ალტერნატიულ გზებს. ვიპოვეთ ალტერნატივა წყაროს წყალი, საიდანაც უნდა მოეწყოს სატუმბი სადგური და იქიდან უნდა მოხდეს მიწოდება. ვნახოთ. ხელი არ გვაქვს ჩაქნეული. შეიძლება წელსაც გამოინახოს თანხა", - გვითხრა მერმა.

ბესიკ ფარცვანიას თქმით, გუშინ მოსახლეობას ცისტერნებით 5 ტონა წყალი გაუგზავნეს და როცა კი ამის საჭიროება ექნებათ, ისევ გაუგზავნიან.

თუკი დაფინანსებისთვის თანხას ვერ მოიძიებენ, მაშინ, განმარტა, რომ სწორედ ასე მოუწევს მოსახლეობას ამ ზაფხულის გადატანაც.

ჩვენ დავუკავშირდით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ყოველწლიურად რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან თანხები ნაწილდება მუნიციპალიტეტზე წინასწარ განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად. კერძოდ, სამინისტროს განმარტებით, გამოყოფილი თანხით ფინანსდება ის პროექტები, რომელსაც ესა თუ ის მუნიციპალიტეტი თავად მიიჩნევს პრიორიტეტულად.

"კონკრეტული პროექტის შერჩევაში, ან მისთვის პრიორიტეტულობის მინიჭებაში სამინისტრო არ არის ჩართული. წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3,222,228 ლარი, რომლითაც დაფინანსდა 7 პროექტი.

შესაბამისად, ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხით ამა თუ იმ პროექტების დაფინანსება ხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ ასეთი პროექტისთვის პრიორიტეტულობის მინიჭების საფუძველზე", - განმარტეს სამინისტროში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.