პაციენტი რუხის კლინიკაში სრულ გამოჯანმრთელებამდე დარჩება - ჯანდაცვის ცენტრი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით,
კოვიდინფიცირებული პაციენტი
ვირუსის სუსტი მაჩვენებლით, რომლის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ანტისხეულებზე, დადგინდა
დაავადების მილევადობა, საავადმყოფოში სრულად განკურნებამდე
დარჩება.
ნანა ოდიშარიას თქმით, ექსპერტების ვარაუდით, ამ პერიოდში დაავადების გადაცემის რისკი მინიმალურია. თუმცა აღნიშნა, რადგან ვირუსის ბუნება ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის და ფიქსირდება მჭიდრო კონტაქტი ოჯახის წევრებს და სხვა პირებთანაც, ეს ადამიანები დარჩებიან თვითიზოლაციასა და კარანტინში, 14 დღის შემდეგ კი პისიარ ტესტით შემოწმდებიან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეპიდზედამხეველობიდან გათავისუფლდებიან. მისივე ცნობით, თვითიზოლაციაში ინფიცირებულის 25 კონტაქტია, საკარანტინო სივრცეში 7.
ცენტრის ხელმძღვანელისვე ინფორმაციით, დღეს სულ 134 პირის ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს კორონავირუსზე. ყველა პასუხი უარყოფითია.
70 წლის მამაკაცი საქართველოში ლარსის გავლით 12 ივნისს შემოვიდა. ის კარანტინში მოათავსეს, თუმცა ძმის სამძივრისთვის 14-ში, კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის შემდეგ გაათავისუფლეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ პაციენტი სამძიმარს დისტანციურად იღებდა და ახლო კონტაქტი არავისთან ჰქონია.
პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. სულ საავადმყოფოში 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.