სოხუმი ისევ ცალმხრივად ხსნის ენგურის ხიდს
სოხუმი 22-დან 24 ივნისამდე ცალმხრივად გახსნის ენგურის ხიდს და
"ჰუმანიტარულ დერეფანს" გააკეთებს, საქართველოდან "აფხაზეთის
სახელმწიფოში"
საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად. დე ფაქტო სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტი
დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იმუშავებს.
დაბრუნებული პირები სავალდებულო სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლიან.
ე.წ. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე - აფხაზეთის "რესპუბლიკის" პასპორტი, 2016 წელს გაცემული შიდა პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფორმა #9. ამასთან, 14 წლამდე მოზარდებისთვის დაბადების მოწმობის წარმოდგენა იქნება საჭირო.
ენგურის ხიდზე ცალმხრივად მოძრაობა სოხუმის გადაწყვეტილებით 26 მაისსაც აღდგა და მოქალაქეებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.
ხიდი 1-ელ ივნისს ჩაიკეტა.
ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა. 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მიეცათ დანარჩენ საქართველოში მყოფებს. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადილება კი, კვლავ აკრძალულია.