ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან 3 არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამივე არასრულწლოვანი.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს სულ 26 ნიმუში გაიტესტა.

მათ შორის 12 პაციენტი. 4 ე.წ ტრაილერის მძღოლის კონტაქტიდან, სამედიცინო პერსონალის 4 წარმომადგენელი, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი 5-5 პირი.

25 პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი კვლავ რჩება კოვიდ დადებითად.

რუხის კლინიკაში 2 კოვიდინფიცირებული რჩება.