ახალი ამბები
ენგურის ხიდი ცალმხრივად გაიხსნა [ფოტო]
ენგურის ხიდი დღეს ცალმხრივად გაიხსნა.

მოქალაქეები ხიდზე დილიდან გადადიან, თუმცა ტრანსპორტი არ მოძრაობს და მათ ტვირთით დაახლოებით 2 კმ-ის ფეხით გავლა უწევთ.

მგზავრები ვარაუდობენ, რომ ხიდი მალე ორმხრივადაც გაიხსნება, თუმცა სოხუმი აცხადებს, რომ ენგურზე გამშვები პუნქტი დროებით და ცალმხრივად გაიხსნა.

ხიდის დროებით, ცალხმრივად გახსნის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში 20 ივნისს მიიღეს.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, "აფხაზეთის სახელმწიფოში" საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად ხიდი 22-დან 24 ივნისამდე ცალმხრივად გაიხსნება და „ჰუმანიტარულ დერეფანი" გაკეთდება.

ე.წ. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე - აფხაზეთის "რესპუბლიკის" პასპორტი, 2016 წელს გაცემული შიდა პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფორმა #9. ამასთან, 14 წლამდე მოზარდებისთვის დაბადების მოწმობის წარმოდგენა იქნება საჭირო.

ენგურის ხიდზე ცალმხრივად მოძრაობა სოხუმის გადაწყვეტილებით 26 მაისსაც აღდგა და მოქალაქეებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.

ხიდი 1-ელ ივნისს ჩაიკეტა.

ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა. 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მიეცათ დანარჩენ საქართველოში მყოფებს. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადილება კი, კვლავ აკრძალულია.