კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყაროს ძიება გრძელდება - ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის,
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა,
ერთის წყაროს მოძიება კი გრძელდება.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ჯამში 911 გახდა. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ვირუსი კიდევ 7-მა ადამიანმა დაამარცხა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 768 პირი.