3 დღეში ენგურის ხიდზე 900 - ზე მეტი ადამიანი გადავიდა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში,
ენგურის ხიდზე 907 ადამიანი გადავიდა.
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათგან 200 ბავშვი იყო.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 22 ივნისს ცალმხრივად გახსნა. ხიდი 24 ივნისს, დღის ბოლოს ჩაიკეტა.
ენგურის ხიდზე ცალმხრივად მოძრაობა სოხუმის გადაწყვეტილებით 26 მაისსაც აღდგა და მოქალაქეებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.
ხიდი 1-ელ ივნისს ჩაიკეტა.
ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა. 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მიეცათ დანარჩენ საქართველოში მყოფებს. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადილება კი, კვლავ აკრძალულია.