ახალი ამბები
მასწავლებელს სიძულვილის ენის შემცველი პოსტისთვის სასტიკი საყვედური გამოუცხადეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს ფეისბუკ პოსტის გამო, სადაც ის სიხარულს გამოხატავს, რომ მომავალ სასწავლო წელს ზოგიერთი მე-12 კლასელის გარეშე შეხვდება, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. განუცხადა "ლაივპრესს" სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო, რასაც თავადაც დაეთანხმა.

"ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მასწავლებელს გაუფორმდა სასტიკი საყვედური.ეს ყველაფერი შესაბამისობაშია მოყვანილი და დაორგანიზებულია შინაგანაწესით, რომელიც აბსოლუტურად ყველა გადაცდომაზე პასუხობს თავისი სახდელით. შესაბამისად, ეს სახდელი გახდა ამის პასუხი", - განმარტა ნინო გოგინავამ.

კომიტეტმა საქმის შესწავლა 25 მაისს დაიწყო.

ქიმიის მასწავლებლმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს გამოაქვეყნა სიძულვილის ენი შემცველი პოსტი. პედაგოგმა მხოლოდ ექვს მოსწავლეს უსურვა წარმატებები და მათ "კაცური კაცები" უწოდა, დანარჩენებზე კი აღნიშნა - ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

ეს პოსტი ხათუნა ქვარცხავამ გამოქვეყნებიდან მალევე, დირექტორის მოთხოვნით წაშალა, თუმცა მოზარდების ნაწილმა მისი კოპირება და სოციალურ ქსელში გავრცელება მოასწრო.

მაშინ სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მასწავლებელის საქციელს გამართლება არ აქვს.

თავად ხათუნა ქვარცხავამაც აღიარა ჟურნალისტებთან, რომ ეს არ იყო მისი მხრიდან სწორი ქმედება. "ამაზე რომ მეფიქრა და გამეაზრებინა, რა თქმა უნდა, არ დავწერდი", - განმარტა მან და ისიც დასძინა, რომ ეს პოსტი ადრინდელ წყენას უკავშირდება, რაზეც ძალიან დაწყდა გული და "ადამიანურად განიცადა".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.
17:46 / 24.01.2021
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.
ენგურჰესის სადერივაციო გვირაბში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო,
15:29 / 24.01.2021
ენგურჰესის სადერივაციო გვირაბში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო,
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები პანდემიის გამო დაწესებული
შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
15:26 / 24.01.2021
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
ხელფასების, პენსიის თუ სხვა სახის სოციალური დახმარების გაცემა
გასული წლის ბიუჯეტიდან ხდება.
13:56 / 24.01.2021
ხელფასების, პენსიის თუ სხვა სახის სოციალური დახმარების გაცემა გასული წლის ბიუჯეტიდან ხდება.
ვიდეო
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი ინსტრუმენტია,
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ჩიჩილაკების იმედად პანდემიაში [ვიდეო]
ახალი წელი ნაძვის ხესთან და ჩიჩილაკთან
ფოტო
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.