ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. საავადმყოფოში მკურალობას მხოლოდ ერთი კოვიდ დადებითი მოქალაქე განაგრძობს.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 84 პირის ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს. მათ შორის 11 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 24 წარმომადგენელი, შსს-ს 19 თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 28 წარმომადგენელი, 2 კი საკარანტინო სივრციდან.

"83 პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი პაციენტის ნიმუში წუნდებულია და მოხდება განმეორებითი ტესტირება", - აცხადებენ ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.