ახალი ამბები
საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს
პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით მიიღო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი.

პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.