ახალი ამბები
პასუხები კითხვებზე, რომელიც პირბადის მოხმარებაზე გაგჩენიათ
FaceBook Twitter
E-mail Print
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დახურულ სივრცეში პირბადის მოხმარება სავალდებულო გახადა და ჯარიმებიც დაწესდა კანონდარღვევისთვის, მოსახლეობაში გაჩნდა კითხვის ნიშანი, რომ შესაძლოა სინამდვილეში პირბადე ვნებს ჯანმრთელობას და მისი გამოყენება კორონავირუსისგან დაცვის ნაცვლად, საზიანოც კია სასუნთქი გზებისთვის, ფილტვებისთვის.

"კურაციოს" თერაპევტი მალხაზ ჯალაღონია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, მით უფრო, რომ გაურკვეველია, ვინ და რა მიზნით ავრცელებს დაუსაბუთებულ ცნობებს საზოგადოებაში. მისი თქმით, არის პირბადე, რომელიც მხოლოდ ექიმებმა უნდა ატარონ, ჩვეულებრივი კი, რაც აფთიაქებში იყიდება, ადამიანებს არაფერს ავნებს. მანვე აღნიშნა, რომ პირბადის გამოყენება ჩვენგანაც იცავს სხვას ინფიცირებისგან და პირიქით, ჩვენ მათგან.

ექიმისვე განმარტებით, ერთადერთი, თუ მოქალაქეს ჰაერის უკმარისობა აქვს და სასუნთქი გზების პრობლემა, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ პირბადის შესაძლო ზიანზე, 6 წლამდე ბავშვებისთვის კი მათი გამოყენების არასავალდებულოობას, მთავრობის მიერ შემუშავებული წესი ისედაც არეგულირებს.

მალხაზ ჯალაღონია "ლაივპრესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით, პირბადე მხოლოდ დახურულ სივრცეში უნდა მოიხმარონ მოქალაქეებმა, სადაც მეტი რისკია ვირუსით დაინფიცირების. ამიტომ, მოთხოვნას თანდათან უნდა შეეჩვიონ, მათივე უსაფრთხოებისთვის.

"მე ძალიან ხშირად ვხედავ, რომ პირი აქვთ მარტო დაფარული და არა ცხვირი. ასე გინდ გამოგიყენებია და გინდა არა. მარტო პირი ხომ არ არის ინფექციის წყარო, ცხვირიც შეიძლება იყოს, თუ უცბად დააცემინებს ადამიანი. ან შეიძლება გარედან ინფექცია სწორედ ცხვირში მოხვდეს", - განაცხადა თერაპევტმა.

ექიმი ურჩევს მოქალაქეებს, არ გამოიყენონ ერთი და იგივე პირბადე ხანგრძლივი დროით, რადგან ამ შემთხვევაში მისი ეფექტურობა თანდათან შემცირდება და აღარც დამცველობის ფუნქცია ექნება.

აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი მხრიდან გვიკეთია - მალხაზ ჯალაღონიას თქმით, პრინციპში დიდი არა, როგორც სარწმუნო წყაროები ამტკიცებენ, თუმცა მაინც უმჯობესია მოვიხმაროთ, როგორც წესია - ძაფები, რომლითაც პირბადეს ყურზე ვიმაგრებთ, ის მხარე შიგნიდან უნდა იყოს.

საზოგადოებაში გავრცელებული კიდევ ერთი მოსაზრებით, შავი პირბადე გაცილებით ეფექტურად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან, ვიდრე სხვა ფერის. თერაპევტი კი პირიქით, ირწმუნება, რომ ფერს სავარაუდოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, განმარტავს - ჩვეულებრივი ნაჭრისგან დამზადებული პირბადის დამცველობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სამედიცინო პირბადის, რომელიც განსხვავებული წესით იკერება.

"საკუთარი ხელით რომ ამზადებენ სულ არაფერს ჯობია იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ვირუსს ფილტრავს და საუბრის, ცემინების დროს რომ წარმოიქმნება პატარა ნაწილაკები, ბუშტუკები, იმ ნაწილაკებისგან გვიცავს ნაწილობრივ მაინც", - აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, უპირბადოდ ყოფნისთვის ჯარიმას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, თუ მოქალაქე ამ წესს დაარღვევს, 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი - 500 ლარით.

უკვე 15 ივნისს მთავრობამ განსაზღვრა, თუ სად და ვისთვის არის სავალდებულო მისი ტარება.

პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ეხებათ 6 წლამდე ბავშვებს.

მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ პირბადის ტარება, მაგალითად, აქვთ სასუნთქი სისტემების პრობლემები და შშმ პირებს.

სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალს, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სარებილიტაციო სერვისის მიწოდებისას.

პირბადე შეუძლია არ გამოიყენოს შეხვედრებზე მომხსენებელმა, თუ მას შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სვანეთში, იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილას მოსახლეობა დახმარებას
ითხოვს.
16:58 / 07.07.2020
სვანეთში, იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა
გაუქმდა.
16:44 / 07.07.2020
საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა გაუქმდა.
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს
15:31 / 07.07.2020
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს "ლისი აილენდს" უმასპინძლებს.
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,
14:06 / 07.07.2020
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.