ახალი ამბები
ფეისბუკ პოსტების გამო ჩემს წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო - ბაჩანა შენგელია
FaceBook Twitter
E-mail Print
ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო დაადანაშაულა მისთვის პოლიტიკური ნიშნით სანოტარო საქმიანობის შეზღუდვაში, კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ის ფეისბუკის გვერდზე წერს და როგორც თავად ამბობს, სამინისტროსგან მიღებულ წერილს ასაჯაროებს.

ბაჩანა შენგელიას განმარტებით, წერილი, რომელიც დღეს, ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, დათარიღებულია 24 ივნისით.

"ეს დღეები ვერ ჩაგაბარეთო, მომახსენეს. ძალიან გთხოვთ, ყველამ წაიკითხოთ. ეს არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში. გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებს ჩემს ფეისბუქ-პოსტებს თურმე ბოლო ერთი თვე და იუსტიციის მინისტრი იწყებს მორიგ დისციპლინურ წარმოებას მონიტორინგის საფუძველზე. ველოდი, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ", - წერს ნოტარიუსი.
წერილში, რომელსაც ბაჩანა შენგელია აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა მისი, როგორც ნოტარიუსის ფეისბუკ გვერდზე ბოლო ერთ თვეში გამოქვეყნებული ინფორმაცია. შედეგად დადგინდა, რომ ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს.

მანამდე, 26 ივნისს, ბაჩანა შენგელიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სანოტარო საქმიანობა პოლიტიკური ნიშნით შეუჩერეს, და რომ ამ ყველაფერს ის თავის აქტივობას უკავშირებს. მისი თქმით, 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუშაობდა, დისციპლინური წარმოება მის წინააღმდეგ კი მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაიწყეს.

შენგელიას თქმით, გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, რაც ჯერ კიდევ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ დედამისის, მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას მიმართ დაიწყო.

იმავე დღეს, პარლამენტში, გიორგი გახარიას მიერ მთავრობის ანგარიშის წარდგენაზე მყოფმა იუსტიციის მინისტრმა გასცა აღნიშნულზე ოპოზიციის კითხვებს პასუხი. თეა წულუკუიანის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას და იკრძალება მათი რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. მინისტრმა მიმართა ოპოზიციას, ნუ ცდილობენ თემის პოლიტიზირებას, რადგან ბაჩანა შენგელია "მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის" და მათი აქტივისტია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სვანეთში, იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილას მოსახლეობა დახმარებას
ითხოვს.
16:58 / 07.07.2020
სვანეთში, იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა
გაუქმდა.
16:44 / 07.07.2020
საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა გაუქმდა.
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს
15:31 / 07.07.2020
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს "ლისი აილენდს" უმასპინძლებს.
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,
14:06 / 07.07.2020
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.