ახალი ამბები
პრეზიდენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს ხელი მოაწერა
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

„დღეს ისტორიული დღეა, მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს. რომელიც წარმოადგენს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე.

მადლობა მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, ვინც დაუჭირა მხარი ამ ცვლილებას და პარალმენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რეალურად ყველა, უჭერს მხარს ამ ცვლილებებს რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, ჩვენი სტაბილურობისკენ გადაგმული სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ რომელიც გცელოდება ოქტომბერში. 

მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად, კონსტიტუციით და მორალურად, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ სტაბილურად მივიდეთ არჩვენების დღემდე, ამისთვის მე გადავდგი თავის დროზე ის რთული ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლი რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს სწორედ გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა.

არ შეიძლება ასევე ხაზი არ გავუსვა ელჩების, ფასილიტატორების როლს ამ პროცესში და მათ მადლობა ვუთხრათ იმიტომ, რომ ეს მათი ნაბიჯი, მათი ჩართვა იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ ორიენტირებული.

ვიცით რომ გველოდება რთული პერიოდი, ჩვენი წარმატებები, ამ პანდემიის დროს ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა, ბევრს შეიძლება არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გზაზე გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველანი ერთად და მჯერა ჩავატარებთ მშვიდობიან სამართლიან, გამჭვირვალე არჩევნებს როგორიც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა რომ პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს ამაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი.რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სვანეთში, იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილას მოსახლეობა დახმარებას
ითხოვს.
16:58 / 07.07.2020
სვანეთში, იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა
გაუქმდა.
16:44 / 07.07.2020
საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა გაუქმდა.
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს
15:31 / 07.07.2020
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს "ლისი აილენდს" უმასპინძლებს.
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,
14:06 / 07.07.2020
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.