ახალი ამბები
როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები - სამინისტროს განმარტება
FaceBook Twitter
E-mail Print
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.

მასში აღნიშნულია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყველა სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

ცვლილებების მიხედვით, მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ აბიტურიენტებს მუშაობის შესაძლებლობა.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა.

ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

ფიზიკური დისტანცია;

დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;

რესპირატორული ეტიკეტი;

ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;

კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე

აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;

დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რე-ცირკულაცია;

ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 ჩ- ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი:

სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;

საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;

სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;

კონდიციონერის მუშაობისას.

‼ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С- ზე მეტი, ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, ის ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.