ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს - TI
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პარლამენტის წევრის "ქართული ოცნებიდან", ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ, - ნათქვამია კვლევაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

ორგანიზაციის თქმით, 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 6,264,688 ლარია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს შპს "სეტი+"- ის 33,3% წილს, რაც აღნიშნულია შარშან, დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაშიც. სახელმწიფო შესყიდვებში შპს "სეტი+" 2019 წლის ივლისიდან მონაწილეობს და 10 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამური ღირებულებით 57,762 ლარი.

"გამჭვირვალობის" ცნობით, მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "სეტი+"-სგან სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება შეისყიდეს.

ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიების ტენდერები


ოთარ ჯაფარიძე წილს შვიდ კომპანიაში ფლობს. მათ შორის არის შპს "ექსპერტ ჰაუსის" 24% წილის მფლობელი.

შპს "ექსპერტ ჰაუსი" 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 2,571,006 ლარია.

კომპანიამ მშენებლობასთან დაკავშირებული და საინჟინრო მომსახურება თითოჯერ გაუწია ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსს" (2018 წ.), ხობის (2019 წ.), ბოლნისის (2019 წ.), ზუგდიდის (2020 წ.), ყვარლისა (2020 წ.) და ლაგოდეხის (2020 წ.) მუნიციპალიტეტებს.

ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს "ტობ კონსტრაქშენის" 50% წილის მესაკუთრე. 2018 წელს შპს სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" იყო. ხელშეკრულების ჯამური ღირებულებამკი 3,635,920 ლარით განისაზღვრა. შესყიდვის საგანი იყო ქვიშა-ღორღი და ბეტონი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" მოთხოვნა იყო შემდეგი - მიმწოდებლის ქარხანა უნდა ყოფილიყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში.

"აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 165-177 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ეს სამუშაოები კი "საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის" ტენდერის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც 2017 წლის დეკემბერში სწორედ "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" გაიმარჯვა", - ვკითხულობთ კვლევაში.

პოლიტიკური შემოწირულობები


ორგანიზაციის თქმით, ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემომწირველებიც არიან. მათ 2012 წლიდან დღემდე მმართველ პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ჯამში 360,000 ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50,000 ლარი შესწირეს:

ვიქტორ ჯაფარიძემ 2012-2017 წლებში ოთხჯერ, სულ 120,000 ლარი შესწირა პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს";

მისმა მეუღლემ, ნათია ხვისტანმა 2017 წელს 55,000 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას", 2018 წელს კი - 50,000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს;

ოთარ ჩართოლანმა - შპს "სეტი+"-ის 66.7% წილის მფლობელმა, 2014-2016 წლებში, ორჯერ, ჯამში 103,000 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას". ის არის ნათია ხვისტანის და ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორი კომპანიებში - შპს "სეტი" [50% წილი], შპს "ქცია 94" [20.99% წილი], შპს "დიდველი +" [10% წილი], შპს "ოთო" [33.3% წილი] და შპს "Aლლ სეასონს" [50% წილი.

კახაბერ გამისონიამ - შპს "ექსპერტ ჰაუსის" 51% წილის მფლობელმა და დირექტორმა - 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას";

მურად ჯობავამ - შპს "ექსპერტ ჰაუსის" 5% წილის მფლობელმა - 2014-2017 წლებში სამჯერ, ჯამში 47,000 ლარი.

ოთარ მაზმიშვილმა - შპს "თOB კონსტრაქშენის" დირექტორმა - 2017 წელს 20,000 ლარი შესწირა პარტია "ქართულ ოცნებას".

ხარვეზი ქონებრივ დეკლარაციაში

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ ვიქტორ ჯაფარიძეს საკუთარი და მეუღლის პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არც ერთხელ არ მიუთითებია. ეს იმ ფონზე, როცა "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს ფულადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5,000 ლარს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ზემოაღნიშნული შპს-ებისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

ორგანიზაცია ასევე მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.