ახალი ამბები
ეს არის ჭორაობა - მესტიელი დეპუტატი TI-ის კვლევაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიელი პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ტენდერები, სადაც საკუთარი და შვილის წილობრივ მფლობელობაში მოქმედმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა და მათთვის "სასათბურე პირობები" არავის შეუქმნია. დეპუტატის თქმით, ყველაფერი დეკლარირებული აქვს.

ვიქტორ ჯაფარიძე გამოქვეყნებულ კვლევას ჭორაობას უწოდებს და ამბობს, ვისაც კითხვის ნიშნები უჩნდება ტენდერების კანონიერებასთან დაკავშირებით, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. თუმცა, პარლამენტარს სჯერა, რომ ისინი "გაწბილდებიან", რადგან უკანონოდ არაფერი მომხდარა.

"ჩემთვის საინტერესოა, კაპიტანი გიგაური საიდან ფინანსდება, თორემ ჩემი ყველაფერი დეკლარირებულია, გამჭვირვალეა და შეუძლიათ ნახონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. არავის ჩემთვის და ჩემი შვილის კომპანიისთვის სასათბურე პირობები არ შეუქმნია. თუ რამე გაკეთდა, ყველაფერი არის ღიად, გამჭვირვალედ. უწერიათ, ბეტონის ქარხანა 30 კილომეტრის რადიუსში უნდა იყოსო. აბა 100 კილომეტრის რადიუსიდან რომ ბეტონი წაიღოს, ხომ გაფუჭდება? სულ ორი ქარხანა იყო. მათგან ერთი გაფუჭებული. საიდან უნდა მოეტანათ, ზუგდიდიდან? ჯერ ერთი, იქიდან ამოტანილის ფასი 5 ლარი ხომ იქნებოდა და მეორე, ხომ გაფუჭდებოდა? დაემატა მესამეც, მაგრამ გამართული ისიც არ არის. და რა, არ იმუშაონ ახლა? არ გააკეთონ?", - უთხრა ვიქტორ ჯაფარიძემ "ლაივპრესს".

დეპუტატი ყველაფერს, რაც კვლევაში წაიკითხა, წინასაარჩევნო ტრიუკს უწოდებს, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის ჩირქის მოცხობაა.

რაც შეეხება მმართველი პარტიისთვის პარლამენტარის და მისი ცოლის მიერ შეწირულ თანხას, რომელიც დეკლარაციაში არ ასახულა, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს გამორჩა, რისთვისაც ორჯერ დაჯარიმდა კიდეც. დეპუტატის თქმით, იმ ადამიანთა შორისაა, რომელსაც ყველაფერი წაართვა წინა ხელისუფლებამ.

"რატომ არ შევწირავ ქართულ ოცნებას? ნეტა მეტი შემაძლებინა და დამახმარებინა იმ პარტიისთვის, რომელმაც ბიზნესს თავისუფლება აჩუქა, თავისუფლება აჩუქა მოსახლეობას. დუბინკების და ცოცხების ხელისუფლება არ არის", - აღნიშნა მან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დღეს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ტენდერებს დეპუტატის და მისი შვილის წილობრივ მფლობელობაში მყოფი კომპანიები იგებენ, მათ შორის გამარტივებული შესყიდვების გზით.

ორგანიზაციის თქმით, 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 6,264,688 ლარია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს შპს "სეტი+"- ის 33,3% წილს, რაც აღნიშნულია შარშან, დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაშიც. სახელმწიფო შესყიდვებში შპს "სეტი+" 2019 წლის ივლისიდან მონაწილეობს და 10 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამური ღირებულებით 57,762 ლარი.

"გამჭვირვალობის" ცნობით, მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "სეტი+"-სგან სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება შეისყიდეს.

ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიების ტენდერები

ოთარ ჯაფარიძე წილს შვიდ კომპანიაში ფლობს. მათ შორის არის შპს "ექსპერტ ჰაუსის" 24% წილის მფლობელი.

შპს "ექსპერტ ჰაუსი" 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 2,571,006 ლარია.

კომპანიამ მშენებლობასთან დაკავშირებული და საინჟინრო მომსახურება თითოჯერ გაუწია ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსს" (2018 წ.), ხობის (2019 წ.), ბოლნისის (2019 წ.), ზუგდიდის (2020 წ.), ყვარლისა (2020 წ.) და ლაგოდეხის (2020 წ.) მუნიციპალიტეტებს.

ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს "ტობ კონსტრაქშენის" 50% წილის მესაკუთრე. 2018 წელს შპს სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" იყო. ხელშეკრულების ჯამური ღირებულებამკი 3,635,920 ლარით განისაზღვრა. შესყიდვის საგანი იყო ქვიშა-ღორღი და ბეტონი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" მოთხოვნა იყო შემდეგი - მიმწოდებლის ქარხანა უნდა ყოფილიყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში.

"აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 165-177 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ეს სამუშაოები კი "საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის" ტენდერის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც 2017 წლის დეკემბერში სწორედ "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" გაიმარჯვა", - ვკითხულობთ კვლევაში.

"გამჭვირვალობა" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ამ შპს-ებისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.