ახალი ამბები
ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩას ისტორიკოს აბესალომ ტუღუშის სახელი ეწოდა
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთ ქუჩას ისტორიკოს აბესალომ ტუღუშის სახელი ეწოდა.

მოსახლეობისგან მიღებული შესაბამისი წერილი ჯერ კიდევ ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 5 თებერვლის სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს.

აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დროის საკითხები, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ჩიქვანთა გამთავრების ისტორიიდან სამეგრელოში, ცაიშის საეპისკოპოსო ნაწილია ისტორიკოსის ნაშრომების.

აბესალომ ტუღუში წერდა ასევე მეგრული გვარების და საქართველოს ფეოდალური ხანის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიაზე, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის თემებზე.