ახალი ამბები
გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს ინფორმაციას მდინარე ენგურში ადამიანების დახრჩობაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თაგილონიდან ზუგდიდში გადმომსვლელი ორი ქალი მდინარე ენგურში ჩავარდა და დაიხრჩო. აფხაზური მედიის ცნობით, ომარ ბგანბა ესაუბრა თაგილონში ე.წ. რწმუნებულს და იქ არავინ მიუსვენებიათ.

მანვე აღნიშნა, რომ ერთი ქალის ვინაობა, რომელზეც ითქვა, რომ დაიღუპა, უკვე დაზუსტდა და გაირკვა, რომ ის ცოცხალია და სამკურნალოდ საქართველოში იმყოფება.

"მე დავუკავშირდი აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და რუს მესაზღვრეებს. მათ მითხრეს, რომ ქალის ვინაობა, ვისზეც წერდა მედია, დადგენილია. ის შშმ პირია და 30 ივნისს ნება დართეს აფხაზეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადასულიყო. ნაპოვნია მისი ნათესავები, რომლებმაც ის იცნეს ვიდეოკამერაში საზღვარზე", - განმარტა ომარ ბგანბამ.

უფრო ადრე, "ლაივპრესს" გალელი ქალის ნათესავმა დაუდასტურა, რომ ის ცოცხალია და საკარანტინო სივრცეში იმყოფება. თაგილონელმა რესპოდენტებმა არც სხვა ქალების გაუჩინარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაგვიდასტურეს.

"მთავარი არხის" ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სოფელ თაგილონიდან ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდნენ, მდინარეში ჩაცვივდნენ. მათივე ინფორმაციით, უკვე ნაპოვნია ორი ქალის ცხედარი, ორს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

"რუსთავი 2" კი სამი ქალის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების შესახებ იტყობინება.

სუსში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციის გადამოწმება და მოკვლევა მიმდინარეობს და სხვას ვერაფერს იტყვიან.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
13:47 / 15.08.2020
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
12:23 / 15.08.2020
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.