მესტიაში ხანძარს ვერ აქრობენ [ვიდეო]
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი
სიცხე და რელიეფი ართულებს, - აცხადებს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური მესტიაში გაჩენილ ხანძართან
დაკავშირებით.
მათი თქმით, სამუშაოებში ორ ვერტმფრენთან ერთად, 20 მეხანძრე-მაშველი აქრობს.
მესტიის სოფელ იდლიანში დღეს დილიდან განახლდა მთის ფერდობზე, ფიჭვნარ ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები.
როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ბეჟან ჭკადუამ "ლაივპრესს" უთხრა, ცეცხლი ჭექა-ქუხილის შემდეგ გაჩნდა. ეს მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიას მეხმა დაარტყა.