სოხუმი უარყოფს ადმინისტრაციულ საზღვართან მამაკაცის დაჭრის შესახებ ინფორმაციას
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს
ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ
"საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე" მამაკაცი დაჭრეს. წერს "აფხაზია ინფორმი" რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
ე.წ. სუს-ის ხელმძღვანელ რობერტ კიუტის თქმით, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. არავითარი ინციდენტი, მით უფრო სროლა არ ყოფილა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს ისეთივე მცდარი ინფორმაციაა, როგორც მდინარე ენგურში ქალების დახრჩობის შესახებ ცნობა.
სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პირი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ მოათავსეს.
პაციენტმა ექიმებს განუმარტა, რომ სხეულის დაზიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლისას მიიღო.
მედიის ნაწილი ავრცელებს ცნობას, რომ მამაკაცი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ დაჭრეს, როცა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში გადმოსვლას ჩუმად ცდილობდა.
სუსში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით და მიმდინარეობს ინფორმაციის მოკვლევა.