Covid-19 დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ მამაკაცს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ ერთ პირს
კორონავირუსი დაუდასტურდა.
ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ვირუსი
გამოუვლინდა სატვირთოს მძღოლს, 60 წლამდე მამაკაცს შიდა ქართლიდან,
რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა.
მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და გადაყვანილია კარანტინში.
ინფექციურ საავადმყოფოში სულ გუშინ 292 ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის 19 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 18 წარმომადგენელი, კარანტინში მყოფი 9 პირი, შსს 240, ძირითადად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, დიალიზზე მყოფი 1 პირი და 5 მძღოლი.
დანარჩენებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.