ახალი ამბები
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს "ლისი აილენდს" უმასპინძლებს. ღონისძიება მდინარე ენგურზე, კუნძულის ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალზე ქართველი დიჯეები დაუკრავენ.

ორგანიზატორმა ლაშა წურწუმიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სურვილი აქვთ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართოს და მომავალ წელს უკვე "ექოვეივთან" ერთად დაბრუნდეს:

"თბილისში ტარდებოდა ასეთი ფესტივალი "ლისი ვუდი". ამ ფესტივალის გასტროლებია ანაკლიაში. გაიმართება ყოველწლიურად. "ექოვეივი" აგვისტოში იქნება, ეს ფესტივალი კი ერთი თვით ადრე. ასე რომ, ანაკლიას ორი ფესტივალი ექნება. უცხოელი ტურისტების და დიჯეების ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ გადაიდო მომავალ წლამდე "ექოვეივი". ეს ღონისძიება კი უფრო ლოკალურია".

ლაშა წურწუმიას ინფორმაციით, პირველი კალათის ბილეთები, რომლის ფასიც 80 ლარია, უკვე გაიყიდა. მეორე და მესამე კალათის ბილეთების ღირებულება 100 და 130 ლარია.

ფესტივალი სამდღიანია და 21-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. აქ მხოლოდ 21+ ასაკის მოქალაქეები დაიშვებიან.

ღონისძიება, რომელიც "ექოვეივისგან" განსხვავებით მცირე რიცხოვანია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.

"ყველა გაიდლაინი, რაც კორონავირუსს ეხება, დაცული იქნება ღია სივრცეში. მუსიკალური ფესტივალი იქნება თუ ღია სემინარი, დიდი განსხვავება არ არის. გაიდლაინი ერთია ყველასთვის. ყველაფერი იქნება დაცული", - გვითხრა ლაშა წურწუმიამ.

ანაკლია უკვე რამდენიმე წელია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს. თავდაპირველად იყო "კაზანტიპი", რომლის გამართვაც სასულიერო პირებმა და მრევლმა გააპროტესტეს. საბოლოოდ პროექტი მაინც შედგა, თუმცა ორგანიზატორების და ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი არ გამართლდა - ანაკლია-განმუხურს დაანონსებულზე გაცილებით ცოტა დამსვენებელი ეწვია. იზარალეს სწრაფი კვების ობიექტების მეპატრონეებმა, რადგან ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებაზე გაცილებით დაბალი აღმოჩნდა სხვადასხვა მიზეზით.

"კაზანტიპი" "ჯემ ფესტმა" ჩაანაცვლა. ფესტივალი "ჩეკინ ჯორჯიას" ფარგლებში იმართებოდა. ის გიორგი სიგუამ დააფუძნა. ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე ახალგაზრდა უცნობი ნივთიერებით მოიწამლა, ახალგაზრდა ქალი კი გარდაიცვალა. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფესტივალის ტერიტორიაზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტიც დააკავეს.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დასაქმებულთა ნაწილს ორგანიზატორებმა ხელფასი არ გადაუხადეს, რაც უკმაყოფილების მიზეზიც გახდა. მაშინ ზუგდიდში სოლიდარობის მოძრაობაც ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც შრომითი უფლებების დაცვა და სისტემისგან ჩაგრული, დაზარალებული ადამიანების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

ფესტივალზე მცირემეწარმეების ნაწილმა ფინანსურად იზარალა. მათი თქმით, ისე ვერ იმუშავეს ობიექტებმა, როგორც ამის მოლოდინი იყო.

საბოლოოდ "ჯემ ფესტი" "ექოვეივსის" ფესტივალმა ჩაანაცვლა. აქაც გაცილებით მეტ ტურისტს ელოდნენ, ვიდრე რეალურად მიიღეს. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, მასშტაბური ღონისძიება აღარ გაიმართება. ამიტომაც, გადაწყდა შედარებით პატარა ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ახალი ფესტივალის ფარგლებში შეკრება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
13:47 / 15.08.2020
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
12:23 / 15.08.2020
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.