ცეცხლი ახლოსაა - ლებურცხილას მცხოვრები
სვანეთში, იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილას მოსახლეობა დახმარებას
ითხოვს.
სოფელი ყველაზე ახლოს მდებარეობს ხანძრის ზონასთან. როგორც
„ლაივპრესს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა ეკა ნაჭყებიამ განუცხადა,
ბავშვები სოფლიდან გაიყვანა და ნათესავებთან დატოვა, რადგან სიტუაცია
შეიძლება უფრო გართულდეს. რესპონდენტის ინფორმაციით, ლებურცხილაში,
რომელიც სტიქიის ზონიდან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 100 მეტრში
მდებარეობს, 13 ოჯახი ცხოვრობს.
„ძალიან ცუდი სიტუაციაა. მთლიანად კლდეს უკიდია ხანძარი და რომელ წუთს შემოგვივარდება, არ ვიცით. საშიშროება არის, რადგან ცეცხლი ახლოსაა... დაახლოებით 100 მეტრში. არიან მეხანძრეები ადგილზე, მაგრამ ხანძარი ისეთ ადგილებშია, ფეხს რომ ვერ ადგამენ. ქარი ამოვარდა და დაბურულია ყველაფერი, ვერაფერს ვერ ვხედავთ. უნდა გვიშველონ და ყველანაირი ძალები გამოიყენონ, რომ დაარეგულირონ სიტუაცია“, - უთხრა „ლაივპრესს“ ეკა ნაჭყებიამ.
მისი ინფორმაციით, მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ ჯერ არავის გაუფრთხილებია.
მესტიის სოფელ იდლიანში ხანძრის ქრობის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ბეჟან ჭკადუას თქმით, ცეცხლი უკვე ძალიან მოუახლოვდა დასახლებულ პუნქტს და დღის განმავლობაში თუკი ვითარება უფრო გართულდა, მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ.
ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქართან ერთად სიცხე და რელიეფიც ართულებს. 6 ივლისს, დღის ბოლოს მესტიაში ჩავიდა სხვადასხვა რეგიონიდან დამატებით 80 მეხანძრე-მაშველი. მუშაობს კიდევ 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10 ტონიანი წყალმზიდი.
სულ პროცესში მონაწილეობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ორ ვერტმფრენთან ერთად.
112-ში 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს შეტყობინება იდლიანში, მთის ფერდობზე დაკვამლიანების შესახებ. ცეცხლი აქ მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.