იწყება პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“
მთავრობა იწყებს ახალ პროგრამას - "იმოგზაურე საქართველოში", რომლითაც
პანდემიისგან ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ დარგს -
ტურიზმს უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ეს არის დიდი
შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა ოჯახის წევრებთან ერთად ხელახლა
აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა. ადგილები, რომლებზეც გვსმენია,
წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ყველაფერი უნდა გააკეთონ ისმისტვის, რომ ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს შეუმსუბუქდეთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები.
"თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, ვიყოთ საუკეთესო გიდები სტუმრებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, მივეხმაროთ დარგს, მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა", - აღნიშნა პრემიერმა.