თუ ვიღაც ცდილობს ჩვენს დაშინებას, ჩვენ არ შევშინდებით - კომპანია ავტობუსისი დაზიანებაზე
სატრანპორტო კომპანია „გლობუსის“ დირექტორი ვახტანგ კაკულია მიიჩნევს,
რომ შესაძლოა მისი კომპანიის ავტობუსისისთვის ქვის სროლა „ბინძურ
კონკურენციას“ უკავშირდებოდეს, რადგან შემთხვევა კომპანიის მხრიდან
სოციალური აქციის ამოქმედებას დაემთხვა.
ვახტანგ კაკულიას გაცხადებით, შპს „გლობუსმა“ ქვეყანაში, პანდემიის გამო შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე დაიწყო სოციალური აქცია. კერძოდ მომხმარებლებს, რომლებიც ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით შეიძენენ ბილეთებს, უკანა გზაზე უფასოდ მოემსახურებიან.
აქცია 8 ივლისს ამოქმედდა და იმავე ღამეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი დააზიანეს. როგორც ვახტანგ კაკულია აცხადებს, ტრანსპორტს ქვა ქვეითად მოსიარულემ ესროლა და დააზიანა საქარე მინა.
„ეს აქცია გავუშვით გუშინ და შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ წუხელ...ეს რომ აქციის დღეს ხდება, ამით შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს არის ბინძური კონკურენცია. თუ ვიღაც ცდილობს ჩვენს დაშინებას, ბოდიში მომითხოვია მათთან, ჩვენ არ შევშინდებით“, - განაცხადა „ლაივპრესთან“ საუბარში ვახტანგ კაკულიამ.
მისი ინფორმაციითვე, ავტობუსზე დამონტაჟებული იყო ვიდეორეგისტრატორი, რომლის ჩანაწერებიც პოლიციამ ამოიღო და მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ცნობისთვის, კომპანია "გლობუსის" ტრანსპორტმა ერთი თვეა რაც ზუგდიდში მუშაობა დაიწყო.