ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია მის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ უკვე მეათე დღეა იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. მისივე ინფორმაციით, 15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შეუჩერონ საქმიანობა კიდევ უფრო დიდი ხნით და ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ელოდება.

ბაჩანა შენგელიასვე თქმით, ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მიმართავს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით, რაც გულისხმობს განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, ანდა მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას.

"ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, არადა სულ რაღაც სამი კვირა გავიდა 19 ივნისიდან", - წერს ნოტარიუსი.

მისი თქმით, გუშინ წერილი მიიღო, სადაც წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან შემიწყდა პროგრამასთან წვდომა 15 ივლისამდე.

მისივე თქმით, ორივე "დანაშაულზე" აქვს საკმარისი მტკიცებულებები და ორივე მათგანზე განაჩენი აუცილებლად დადგება.

"ლაივპრესი" დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რატომ არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება. პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუშაობდა. სასამართლომ მას სანოტარო საქმიანობის უფლება პირველ ივლისს აღუდგინა.

მის წინააღმდეგ ორი დისციპლინური საქმისწარმოება მიმდინარეობს. ერთი ეხება შემდეგს, რომ 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა. მოგვიანებით, მეორე დისციპლინურ საქმეზე წარმოება ფეისბუკ პოსტების გამო დაიწყო.

ბაჩანა შენგელია სამინისტროს გადაწყვეტილებებს მის აქტივობას უკავშირებს. მისი თქმით, ეს იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, რაც ჯერ კიდევ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ დედამისის, მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას მიმართ დაიწყო.

პარლამენტში, გიორგი გახარიას მიერ მთავრობის ანგარიშის წარდგენაზე მყოფი იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას და იკრძალება მათი რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. მინისტრმა მიმართა ოპოზიციას, ნუ ცდილობენ თემის პოლიტიზირებას, რადგან ბაჩანა შენგელია "მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის" და მათი აქტივისტია.

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას შვილია. კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედამისზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ზეწოლა. გარდაცვალებამდე იგივეს აცხადებდა თავად ია კერზაია. განათლების სამინისტროში ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება.

სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს საქართველოს პროკურატურა იძიებდა. უწყებამ 2019 წელს გაავრცელა განცხადება, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

თავისმხრივ სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალები. ომბუდსმენის განმარტებით, დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.