კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი განმარტა
კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის
მონიტორინგი დაასრულა,
რომლის მიზანი 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის მიზეზის
შესწავლა იყო.
სააგენტომ დაადგინა, რომ პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.
„პურისა და ფქვილის მწარმოებელ ეკონომიკურ აგენტებთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, სააგენტოს მიერ განისაზღვრა მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები: 1. პურის ბაზარი 2. ფქვილის ბაზარი - 3. ხორბლის ბაზარი - შესწავლილ იქნა ხორბლის იმპორტი, საბითუმო მიწოდება, წარმოება, ხორბლის იმპორტის გზები, ხორბლის მარაგები და ა.შ.
შესაბამისი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ წისქვილკომბინატებს, შესასწავლ პერიოდში, გააჩნდათ საკუთრი წარმოების საშუალოდ ერთი თვის მარაგი. შესაბამისად, 2018 წელს, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში, რომელიც 2017 წელთან შედარებით გამოირჩეოდა მაღალი თვითღირებულებით, წისქვილკომბინატების ხორბლის მცირე მარაგები არ იძლეოდა ფქვილის ფასის - განსახილველ შემთხვევაში პურის წარმოებაში გამოსაყენებელი პირველი ხარისხის ფქვილის ფასის გრძელვადიანი/სტაბილური შენარჩუნების შესაძლებლობას.
სააგენტომ შეისწავლა, როგორც 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის თავდაპირველი შემთხვევები, ასევე გამოარკვია, რომ აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.