ენგურის ხიდი ცალმხრივად კიდევ ერთხელ გაიხსნება
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, 13-დან 17 ივლისის ჩათვლით,
ენგურის ხიდი ისევ გაიხსნება.
სოხუმი აცხადებს, რომ "ჰუმანიტარული კორიდორის" გახსნა მოქალაქეების სახლებში დაბრუნებას ემსახურება.
დაბრუნებული პირები სავალდებულო სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლიან.
ე.წ. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე - აფხაზეთის "რესპუბლიკის" პასპორტი, 2016 წელს გაცემული შიდა პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფორმა #9. ამასთან, 14 წლამდე მოზარდებისთვის დაბადების მოწმობის წარმოდგენა იქნება საჭირო.
ენგურის ხიდი სოხუმმა ცალმხრივად 22-დან 24 ივნისამდეც გახსნა.