ახალი ამბები
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ფოტო]
სოხუმის გადაწყვეტილებით, დღეიდან ისევ ცალმხრივად გაიხსნა აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი. დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა მოქალაქეებს 17 ივლისის ჩათვლით ექნებათ.

ისინი სავალდებულო სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლიან.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე - აფხაზეთის "რესპუბლიკის" პასპორტი, 2016 წელს გაცემული შიდა პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფორმა #9.

ამასთან, 14 წლამდე მოზარდებისთვის დაბადების მოწმობის წარმოდგენა იქნება საჭირო.

ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა, 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა.

ხიდი პირველ ივნისს ჩაიკეტა.

ხიდის დროებით, ცალხმრივად გახსნის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში ხელმეორედ 20 ივნისს მიიღეს. მაშინ ხიდი22-დან 24 ივნისამდე გაიხსნა.