ახალი ამბები
ასლან ბჟანიას საქართველოზე განცხადებები სოხუმში დაპირისპირების მიზეზია
FaceBook Twitter
E-mail Print
დე ფაქტო პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომ არ ითხოვენ საქართველოსგან აღიარებას, თუმცა აუცილებლად მიაჩნიათ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა, აფხაზეთში დაპირისპირების და უთანხმოების მიზეზი გახდა. ასლან ბჟანიას, ომის ვეტერანებით დაკომპლექტებული საზოგადოებრივი მოძრაობა - "არუაა" დაუპირისპირდა. არუაეელებს კი ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერმა პარტია "ამცახარამ" უპასუხა. ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა უკვე მიმართეს ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვალერი კვარჩიას მოთხოვნით, აღნიშნულ საკითხზე, რაც შეშფოთებას იწვევს არამხოლოდ მათში, არამედ აფხაზურ საზოგადოებაში, საპარლამენტო მოსმენები დაინიშნოს.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ პირდაპირი დიალოგისთვის მზაობაზე საუბრები, ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობების დალაგებაზე ქვეყანასთან, რომელიც არამხოლოდ არ აღიარებს აფხაზეთის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არამედ მას ოკუპირებულადაც მიიჩნევს. მათივე თქმით საუბრები, თითქოს საქართველოსთან ოფიციალური ვაჭრობა აუცილებელია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ვიღაც კონტრაბანდით არის დაკავებული და ვერავინ შეძლებს ამის შეჩერებას, აბსურდია და ძალიან საშიშიც "სახელმწიფოსთვის". "არუაას" წარმომადგენლებისვე განმარტებით, თუ წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა კონტრაბანდული საქმიანობის აღკვეთა, ეს შეუძლია მოქმედს. თუმცა აღნიშნავენ - თბილისი არ ცნობს აფხაზეთის "სახელმწიფოებრიობას" და არც აპირებს ტვირთების განბაჟებას.

მოძრაობა მიიჩნევს, რომ სოხუმი თბილისის მიერ შეთავაზებულ "ანტიაფხაზურ" "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის" პროგრამას ეთანხმება და იზიარებს, რომელიც "აღიარების გარეშე ჩართულობას" აფხაზების ჩართულობას გულისხმობს.

მათივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები, რომელიც ასლან ბჟანიას და მისი გარემოცვის მხრიდან გაჟღერდა, არ შეიძლება რაიმე სარგებლის მიღებით იყოს გამართლებული.

"ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული, რევიზიას ექვემდებარება, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში დაძაბულობის გამძაფრებას და ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უსაფრთხოებას", - ამბობენ "არუაას" წევრები.

მათივე თქმით, შეშფოთებას იწვევს ასევე "სახელმწიფოს" მეთაურის ურეაქციობა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომელიც აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ეხება. საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, მართალია რუსეთი მათი სტრატეგიული პარტნიორია, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, თუმცა ეს არ ნიშნავს "აფხაზეთის რესპუბლიკის" სტატუსის შეცვლას. ამიტომ, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ მსგავსი განცხადების ავტორთა მოწვევას, რომ გააცნონ ერთის მხრივ მათი ისტორია, ისე კონსტიტუცია.

"ამცახარას" პასუხი "არუაას"

"არუაას" მოქმედი ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერი პარტია "ამცახარა" გამოეხმაურა. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს განცხადება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, და რომ არასდროს დამდგარა და არც დადგება ეჭვქვეშ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი. მათივე განმარტებით, სისხლით მოპოვებული და შემდგომ "კონსტიტუციით" გამყარებული დამოუკიდებლობით სპეკულირება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც სურს "ქვეყნის" შიგნით კონფრონტაცია და დაპირისპირება.

"ამცახარა" ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი წამოიჭრა ჯერ კიდევ ომში გამარჯვების შემდეგ. მათ მოჰყავთ პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სიტყვები - "მე მაქვს განცდა, რომ კონკრეტული პირები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ვაკუუმს ქმნიან, და ეს შეგრძნება არ მტოვებს. მაინც მჯერა, საქართველო და აფხაზეთი ნორმალურად განვითარდება და დადგება მომენტი, როცა ჩვენ გაბედულად და მშვიდად შევძლებთ გავუწოდოთ ერთმანეთს ხელს და იმის არ შეგვეშინდება, რომ ზურგს უკან, ერთმანეთისთვის სასროლად გამიზნულ ქვებს ვმალავთ. მინდა ამის მჯეროდეს, რადგან ჩვენი ხალხი ქართველ ხალხში არასდროს ხედავდა მტერს".

პარტიისვე განცხადებით, "არუაა" სრულად ჩამოშორდა ხალხს და უგულვებელყოფს მათ მოსაზრებას. კერძოდ, დუმდა მაშინ, როცა რაულ ხაჯიმბა და მისი გუნდი განაგრძობდნენ "ქვეყანაში" ქაოსს, როცა ხდებოდა სხვადასხვა შინაარსის დანაშაული. ამიტომაც ფიქრობენ - სინამდვილეში ოპოზიციურად განწყობილი ომის ვეტერანები ყურადღების გადატანას ცდილობენ "ქვეყანაში" არსებული რეალური პრობლემებიდან. ხელისუფლების მხარდამჭერებს სჯერათ შემდეგი - არუალეებს ესმით, რომ "საზღვრების გახსნა" და ლეგალური სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ეკონომიკაში გარღვევა იქნება. ვაჭრობის შეუძლებლობაზე და საქართველოსთან "საზღვრის" გახსნაზე საუბრით კი, საზოგადოებრივი მოძრაობა ცდილობს საკუთარი ბიზნესი პოლიტიკად აქციოს.

"ჩვენ გვესმის, რომ დღეს, როცა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო რეალური ბრძოლა კორუფციის, კონტრაბანდის, უკანონო გარიგების და სახელმწიფო ქონების მითვისების, ყველა სახის დანაშაულის წინააღმდეგ, მათ აქვთ რაღაცის შიში და არის რაღაც, რაც შეიძლება დაკარგონ. დროა პასუხი აგონ ყველაფრისთვის", - აცხადებს "ამცახარა".

მათივე განმარტებით, ხაჯიმბას მომხრეებს, მათ შორის "არუაას" სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრ ანქვაბზე ჰქონდათ "მაკომპრომეტირებელი" მასალები, ახლა კი ასლან ბჟანიაზეც იგივეს ცდილობენ ისე, რომ სურთ "სუფთად გამოიყვანონ" თავიანთი კუმირი რაულ ხაჯიმბა, რომლის ხელისუფლებაში მოსასვლელად აფხაზეთი რამდენჯერმე სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზად არის ქართულ მხარესთან დიალოგისთვის. მისივე თქმით, ის აღიარებას არ ითხოვს, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის და ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის აუცილებლად მიიჩნევს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა. ე.წ. სახელმწიფოს მეთაური ამავდროულად განმარტავს, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტზე საუბარს არავისთან აპირებს.

ბჟანიას სიტყვებმა აფხაზური საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა.

კონფლიქტოლოგის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა სოხუმთან დიალოგის. ის "ლაივპრესთან" ინტერვიუში აღნიშნავს, მსგავსი შანსი ქვეყანას დიდი ხანია არ ჰქონია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
13:47 / 15.08.2020
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
12:23 / 15.08.2020
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.