ახალი ამბები
იეჰოვას მოწმეთა კონგრესი წელს პირველად ონლაინ ჩატარდება
FaceBook Twitter
E-mail Print
იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურმა კონგრესმა ცოცხალი შეკრების ნაცვლად, ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემიაა. სამდღიანი პროგრამა სახელწოდებით "ყოველთვის იხარეთ!", ექვს ნაწილად დაიწყო. ის 6 ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით, მათივე ვებ-გვერდზე ეტაპობრივად განთავსდება. აქ მსურველები თვალს მიადევნებენ და მოისმენენ როგორც მოკლე მოხსენებებს, ისე ინტერვიუებს, ვიდეორგოლებს და სრულმეტრაჟიან ბიბლიურ ფილმს. თითოეულ ნაწილში წარმოდგენილი იქნება დილის და ნაშუადღევის პროგრამა. პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: რა უწყობს ხელს ჩვენს სიხარულს და როგორ შევინარჩუნოთ ის, როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას, როგორ შევინარჩუნოთ სიხარული ძნელბედობის ჟამს?

1897 წლის შემდეგ, იეჰოვას მოწმეებმა პირველად რომ გააუქმეს დიდი შეკრებები, "ლაივპრესს" რელიგიური ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობამ შეატყობინა.

როგორც წესი, ასეთი დიდი ღონისძიებები სტადიონებზე, დიდ საკონფერენციო დარბაზებსა თუ შედარებით მცირე მოცულობის თავშეყრის ადგილებში იმართება.

პროგრამის სრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 360-ზე მეტ ენაზე, ნაწილობრივ კი - 120-ზე მეტ ენაზე.

"სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენი თაყვანისცემა უმთავრესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება, - აღნიშნავს იეჰოვას მოწმეთა საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი მალაშხია - წლევანდელი კონგრესი სწორედ რომ ჩვენს, როგორც საერთაშორისო საძმოს, ერთობას უსვამს ხაზს და გვარწმუნებს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სტრესულ და დამთრგუნველ მსოფლიოშიც კი გრძნობენ ნამდვილ სიხარულს", - ვკითხულობთ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მალაშხიასვე თქმით, იეჰოვას მოწმეთა ამ ისტორიული გადაწყვეტილების ორი ძირითადი პრინციპი, სიცოცხლის სიწმინდე და მოყვასის სიყვარულია. განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, მოუთმენლად ელოდნენ შეკრებას, ესმით - სიცოცხლე ძალიან ძვირფასია და მისი საფრთხის ქვეშ დაყენება არ ღირს.

პანდემიის პირობებში, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, იეჰოვას მოწმეები კრების შეხვედრებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მართავდნენ, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებთ ერთ რამეში - მნიშვნელობა არა აქვს ფიზიკურად სად ხარ, მთავარია შენი გული სად არის.

მათ დროებით შეწყვიტეს ქადაგების ისეთ მეთოდების გამოყენებაც, რომელიც ადამიანებთან უშუალო კონტაქტს გულისხმობდა.

"ყოველ წელს კონგრესებს ბევრი ისეთი ადამიანიც ესწრება, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. მსოფლიოში 8,6 მილიონი იეჰოვას მოწმეა, თუმცა 2019 წელს კონგრესებს 14 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. ვინაიდან წელს პროგრამა ინტერნეტის მეშვეობით ასობით ენაზე გადაიცემა, მოველით, რომ დამსწრეთა რაოდენობა უპრეცედენტო რიცხვს მიაღწევს", - აცხადებენ რელიგიურ ორგანიზაციაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
13:47 / 15.08.2020
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
12:23 / 15.08.2020
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.