ახალი ამბები
წვიმამ მარტვილში საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა და შიდა გზები ჩამორეცხა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა ნალექმა დააზიანა ინჩხურის, ხუნწის, კიწიის, გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.

ადგილობრივი მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

წვიმამ ჩხოროწყუს, ფოთის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების დააზარალა.

მასალაში გამოყენებულია მარტვილის მერიის ფოტოები.