გალელები დევნილთა შემწეობას ვერ იღებენ და ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე არიან - DRI
გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საქართველოს
კონტროლირებად ტერიტორიაზე
იღებდა დევნილთა შემწეობას, პანდემიის პირობებში დე ფაქტო
ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დახმარების მიღებას
ვეღარ ახერხებს. ამის შესახებ კვლევას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
(DRI)“ აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 7 ივლისს, ე.წ. საზღვრის კვეთის მცდელობისას, რუსმა მესაზღვრეება საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, 9 ივლისს კი მდინარე ენგურის გადაცურვის მცდელობის გამო დაახლოებით 30 მოქალაქე დააკავეს. „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო, თითოეულ მათგანს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 3,000-დან 20,000-მდე რუბლის გადახდა ემუქრება.

ორგანიზაცია კვლევაში განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ უწევთ ენგურის გადაცურვა მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად. კერძოდ, არსებული პრაქტიკის მიხედვით, დევნილთა შემწეობის დარიცხვა ხდება ლიბერთი ბანკის სოციალურ ბარათზე, რომელიც 6 წლის ვადით გაიცემა. თუმცა პინ კოდის ვადად განსაზღვრულია 1 წელი. COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებზე პინ კოდის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. 1 ივლისის შემდეგ, პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის განახლების მიზნით, მოქალაქეებს ბანკში გამოცხადება მოუწევთ.
პანდემიის პერიოდში კი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილების კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დახმარების მიღება ვერ მოახერხა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ გამოიწვია პლასტიკური ბარათების დაბლოკვა, რის გამოც გალში მყოფ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგურის გადმოცურვაც კი უწევს. ამის გამო გახშირდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ხელისუფლებას ამ დრომდე შეეძლო ეშუამდგომლა ბანკთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი პირებისთვის გახანგრძლივებულიყო დევნილთა შემწეობის მიღებისთვის აუცილებელი პლასტიკური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა.

„პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გალის მაცხოვრებლების დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება და მათი ჩართულობით მოხერხდეს პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების მიწოდება“, - აცხადებენ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 13 ივლისს ისევ ცალმხრივად და დროებით გახსნა 14 მარტს, კორონავირუსის პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი. ხიდი 17 ივლისამდე იმუშავებს. მანამდე სოხუმმა რამდენიმე დღით, ცალმხრივად ორჯერ გახსნა ხიდი - 26 მაისს და 22 ივნისს.