ზუგდიდში გამოკვლეულ 212 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
Share
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 212 პირი გამოიკვლიეს. აქედან
10 პაციენტი, 20 მედპერსონალი , 101 შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელი, 34 მძღოლი, 47 კარანტინში მყოფი პირია.
ყველა პასუხი უარყოფითია.