ახალი ამბები
ვცხოვრობთ ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში - აქცია ფოთში
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და პორტში შესასვლელი გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ქუჩიდან რამდენიმე მეტრში საწარმო სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება, უწევთ ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრება. აქციის მონაწილეების თქმით, საწარმოში ხდება სხვადასხვა სახის ტვირთის დასაწყობება, რომელიც სატვირთო ავტომობილებს 24 საათიან რეჟიმში გადააქვთ. შესაბამისად ქუჩაზე მუდმივად აქტიური მოძრაობაა, რაც იწვევს ხმაურს და მტვერს. ადგილობრივების თქმით, საწარმოდან გამოდის ნახშირის და გოგირდის სუნიც.

„ლაივპრესთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვეფხვია გულედანი განმარტავს, რომ წლებია პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვენ.

„არის გოგირდის სუნიც, ნახშირის მტვერიც, მუდმივად ხმაური და ყველანაირი დისკომფორტი. საწარმო არის ჩვენი საცხოვრებლიდან 4 კილომეტრში და მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება. არავინ არის ჩვენი მომხედავი, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას. მერის მოადგილე იყო ჩვენთან მოსული, გვითხრა, ვიცი-ვიციო ყველაფერიო და წავიდა“, - გვითხრა ვეფხვია გულედანმა.

ფოთის მერიაში კი „ლაივპრესს“ განუმარტეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის გადაჭრაზე, თუმცა რა ფორმით და რა ვადებში, არ აკონკრეტებენ.
„საკითხი ცნობილია ჩვენთვის. შუამდგომლობა გაკეთებულია შესაბამის უწყებებთან“, - აცხადებენ მერიაში.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემებზე 2020 წლის მაისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ გაარკვია, რომ ხმაურისა და მტვრის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა საწარმოს საქმიანობაა, მათ შორისაა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან და „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრ აპალონ ბჟალავასთან დაკავშირებული კომპანიები. ეს გარემოება კი, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.

კვლევაში დეტალური ინფორმაცია მოცემული, კომპაიების მფლობელებზე, მათ წილებზე და კავშირებზე ფოთის მერთან.

„საერთაშირისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციაა, ფოთში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის სამეწარმეო ზონაში, დამონტაჟდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური.

თავის მხრივ მოსახლეობაც აცხადებს, რომ არ შეეწინააღმდეგებიან საწარმოს მუშაობას, თუკი არ მოხდება გარემოს დაბინძურება და ზიანი არ მიადგება ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.