სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას აშშ-ის ელჩი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის
ფოთის ბაზას საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის
დელეგაციასთან ერთად ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებს სასაზღვრო
პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე სანაპირო
ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნეს.
კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული,"აილენდის" კლასის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირეც" მოინახულეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს გემის ტექნიკური მახასიათებლები და ოპერაციული შესაძლებლობები გააცნო.