ახალი ამბები
ხუთ დღეში ენგურის ხიდი ათასზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა - სოხუმი
13-დან17 ივლისის ჩათვლის აფხაზეთის ე.წ. საზღვარი 1 187-მა მოქალაქემ გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ავრცელებს.

13-17 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი ცალმხრივად გახსნა დე ფაქტო მთავრობამ. მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში შესვლა შეეძლოთ, პირიქით აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში კი მათ გადაადგილება კვლავ აკრძალული ჰქონდათ.

14 მარტს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი მანამდე კიდევ ორჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით და 22 ივნისს სამი დღით გახსნა.