ახალი ამბები
რუხის კლინიკაში მოთავსებული პაციენტის ტესტი კორონავირუსზე ისევ დადებითია
რუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტის შუალედური ანალიზის პასუხი ისევ დადებითია.

მას კორონავირუსი 6 ივლისს დაუდასტურდა, პაციენტი არის 60 წლამდე მამაკაცი, სატვირთო მანქანის მძღოლი შიდა ქართლის რეგიონიდან. ის 30 ივნისს შემოვიდა რუსეთიდან, დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან და კორონავირუსი საზღვრის კვეთიდან მე-7 დღეს დაუდასტურდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე, ინფექციურ საავადმყოფოში 34 პირი გამოიკვლიეს. აქედან 9 პაციენტი, 1 მედპერსონალი, 19 კარანტინში და 5 თვითიზოლაციაში მყოფი პირი. ერთი პაციენტის გარდა, ყველას პასუხი უარყოფითია.