ხახუბია, მოწერელია, ჩიქოვანი - „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოში
პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა
საქართველომ“
ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატები წარადგინა.
ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატია პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი.
ფოთი-სენაკი-ხობში კი პარლამენტის წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია.
აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.
კანდიდატების წარდგენას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო და სიტყვით მიმართა შეკრებილებს. მან კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს.
ივანიშვილის სიტყვებით, კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანაში არის სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მანვე განმარტა, რომ "არავიინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცვადად გააგრძელოს განვითარება".
მანამდე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კანდიდატების შერჩევისას ობიექტური კრიტერიუმები გამოიყენეს. მათ შორის დაასახელა პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. მისივე სიტყვებით, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, თუ ვის რა რესურსი აქვს კონკრეტულ საარჩევნო ოლქში.
პარლამენტის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.