Covid-19 არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 186 პირს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 186 პირის ბიოლოგიური
ნიმუში შეამოწმეს ახალ კორონავირუსზე.
გამოკვლეულებს შორის 14 პაციენტია, მედპერსონალის 40 წარმომადგენელი,
სამი კარანტინში, 7 კი თვითიზოლაციაში მყოფი პირი. ასევე, შსს-ს 119
თანამშრომელი და 3 მძღოლი.
ყველა პასუხი უარყოფითია.
ყველა პასუხი უარყოფითია.