ღია სტადიონებზე გულშემატკივარს უახლოეს დღეებში დაუშვებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ღია
სტადიონებზე გულშემატკივარებს უახლოეს დღეებში დაუშვებენ.
ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა სპორტის სახეობას,
ფეხბურთი იქნება თუ რაგბი. მისივე განმარტებით, პროტოკოლში ცვლილებები
უახლოეს დღეებში შევა.
გულშემატკივრები სტადიონებზე თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ დაიშვებიან.
ლევან კობიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი იძულებითი პაუზის შემდეგ თვეზე მეტია განახლდა. გააქტიურდა სპორტის სხვა სახეობებიც, თუმცა მაყურებლების გარეშე.
"გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით, ეს შეეხება ღია სტადიონებს. ძალიან სასიხარულოა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა ხაზს გავუსვამ - ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონზე შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი. ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვის", – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
რაც შეეხება დახურულ სივრცეებს, აქ გულშემატკივრების დაშვება მისი განმარტებით, სხვა ფაქტორებზეც იქნება დამოკიდებული.