ახალი ამბები
რუხის კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებულის პირველი ტესტირების პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სატვირთოს ინფიცირებული მძღოლის პირველი ტესტირების პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია. აცხადებენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ჯერ კიდევ 20 ივლისს, შუალედური შემოწმების შედეგად მამაკაცს კვლავ აღენიშნებოდა ვირუსი.

მათივე ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში სულ გამოიკვლიეს 226 პირის ბიოლოგიური მასალა - 22 პაციენტი, მედპერსონალის 76 წარმომადგენელი, თვითიზოლაციაში მყოფი 5 მოქალაქე, შსს-ს 111 თანამშრომელი და13 მძღოლი.

ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტს, მას კორონავირუსი 6 ივლისს დაუდასტურდა. ის 60 წლამდე მამაკაცია, სატვირთო მანქანის მძღოლი შიდა ქართლის რეგიონიდან. მოქალაქე 30 ივნისს შემოვიდა რუსეთიდან, დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან და კორონავირუსი საზღვრის კვეთიდან მე-7 დღეს დაუდასტურდა.